LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

989
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. უარყოფითი მთვარის ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აკონტროლეთ წნევის მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – დღეს ნუ იტყვით უარს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს დღე გარკვეულწილად შუა წერტილია ე.წ. დაბნელების დერეფანში, რომელსაც გავდივართ, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, მოულოდნელობების დღეა – მზად იყავით მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის. ყველა საქმე მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. წინდახედული მოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. მოერიდეთ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვას, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს ძილზე. დღეს საიდუმლო არ გაამჟღავნოთ და აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ჯანმრთელობა – ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშები. შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მენჯ-ბარძაყის არეს მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელებს, ფილტვებსა და ბრონქებს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ სასიყვარულო კონტაქტებს, ქორწინებას, პარტნიორულ თანამშრომლობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას, ახალი საქმის დაწყებასა და სარემონტო სამუშაოებს. დღე სასიკეთოა ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვა საკომუნიკაციო ტექნიკის შესაძენად. ხელს უწყობს კონტაქტებს, მოლაპარაკებებს, სწავლას, აუქციონებსა და კონფერენციებს, ასევე საბანკო ოპერაციების ჩატარებას. ეს პერიოდი აძლიერებს ადამიანებში სწავლისადმი ინტერესს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები