LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2099
მიხეილ ცაგარელი

დაბნელების დერეფნის შუალედური წერტილის დღეა.  გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოულოდნელობების, გეგმების ჩაშლის და მოვლენების საპირისპიროდ განვითარების ალბათობა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბერი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. გაიაზრეთ წარსული, აღიარეთ შეცდომები და სცადეთ მათი გამოსწორება.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორისთვის პრეტენზიების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების, სახსრების და ძვლების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები