LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1560
მიხეილ ცაგარელი

ცრუ მეგობრების, მოშურნეების მხილების და მათთან ურთიერთობის დასრულების დღეა,

ნუ მოგერიდებათ პირდაპირ უთხრათ ადამიანებს ის, რასაც მათზე ფიქრობთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი, ქარვა, საფირონი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები