LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1957
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 15 დეკემბრამდე რეტროგრადულობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, საგრძნობლად შეაფერხებს მგზავრობასა და მოგზაურობას, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, ინფორმაციის მიღებასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მუშაობას. არაა გამორიცხული დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს ან აღადგინოთ ძველი ურთიერთობები. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და ახალი კავშირების გაბმისგან. 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ხელოვნების ნიმუშების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის, მარილიანი საკვების და ზედმეტი სითხის მიღებისგან. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ექიმის კონსულტაციის მიღებისას და მკურნალობის დაწყებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები