LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2120
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:16-დან 21:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს აგრესიის გამოვლენა და გაღიზიანება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და წვრილმანებზე დავას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი იდეების შეთავაზებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თვალების გადაღლას. კარგი დღეა ყელის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები