LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1408
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც იწყება 21:54 საათზე და 23:25 საათამდე გრძელდება. ამ ინტერვალში მნიშვნელოვნად ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიული სიტუაციების ალბათობას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ სამი დღე გეომაგნიტური ზეგავლენით გამოირჩევა, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. ასეთ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, ნუ აჰყვებით ფანტაზიებს და რეალურ ფაქტებს დაეყრდენით. სასურველია უფროსი თაობის რჩევების გათვალისწინება. მეგობრულ გარემოში საიდუმლოს შენახვა გართულდება. ასევე, ნუ გადაღლით დღეს თვალებს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს, თუმცა მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა ან იმპულსური დასკვნებისკენ მიდრეკილება.

ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები და ტერფების არე. აღნიშნულ ზონებზე ოპერაციები ან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია კულინარიული საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ნოვატორული და რეფორმატორული პროექტებისთვის, საზოგადოებრივ საქმეში ჩართულობისთვის, სწავლებისა და ახალი პროფესიების შესასწავლად. დღე პოზიტიურია მეგობრული კონტაქტებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის.

დღის მინერალები და ფერები – საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ლაბრადორი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ნეონისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მშვილდოსნის და მერწყულის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბული იქნება კუროს და მორიელის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ როგორც ჯანმრთელობას, ისე სხვა ნეგატიურ ტენდენციებს. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები