LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4199
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღეს საკუთარი შესაძლებლობები საქმით უნდა დაამტკიცოთ და არა სიტყვებით. დღევანდელ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება თქვენი ცხოვრების მომავალ ეტაპებზე. მომატებულია ჭორების, ინტრიგების, დაცინვისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია აუცილებელია გადაამოწმოთ. ახალი საქმის დაწყება არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და გონების გადაღლას ზედმეტი ინფორმაციით.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია საზარდულის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მკურნალობა. ამავდროულად სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, საკანცელარიო ნივთებისა და საკომუნიკაციო ტექნიკის შესაძენად, კონფერენციებისა და აუქციონების ჩასატარებლად, ინტერვიუებისთვის. ხელს უწყობს რეკლამას, ახალი კავშირების დამყარებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, სწავლის პროცესს და ახალი პროფესიის ათვისებას. ნაყოფიერია საბანკო ოპერაციებისთვის, მშენებლობისთვის და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის.

არ არის სასურველი რემონტის დაწყება, თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე ქორწინება. მოიმატებს ფლირტისადმი მიდრეკილება, თუმცა პარტნიორული თანამშრომლობა არ იქნება შედეგიანი. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღება.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, ამაზონიტი, ლაბრადორი და გიაცინტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ნაცრისფერი, ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები