LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2638
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის პირველ საათზე და გასტანს 11:20 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენა გვაქვს – სწორედ დღეიდან 8 ივლისამდე პლანეტების, ურანისა და მარსის ენერგიების შეერთება და მათი დაძაბული ასპექტები ეგრეთ წოდებულ მთვარის კვანძებთან ხელს შეუწყობს მასობრივ კონფლიქტებსა და მოულოდნელ დაპირისპირებებს, რაც ითხოვს სათანადო ყურადღებას თითოეული ჩვენგანის მხრიდან.

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა – კომუნიკაციის, ინტელექტისა და გონების მმართველი პლანეტა მერკური დღეიდან 24 ივლისამდე ხდება რეტროგრადული (უკუმავალი). ამით იგი მეტად შეზღუდავს ახალი საქმის დაწყებას, მოლაპარაკებებს, საჭირო ინფორმაციის მიღებას, ახალ კონტაქტებსა და ხელს შეუშლის მგზავრობა-მოგზაურობას. თუმცა, ეს პერიოდი გვაბრუნებს ძველი, არასწორად წარმართული საქმეებისკენ, რათა მოვახდინოთ მათი გააზრება და გაანალიზება, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. პლანეტის ეს მდგომარეობა ჩვენგან სწორედ დაშვებული შეცდომების ანალიზს ან მათ გამოსწორებას ითხოვს; ანუ იგი ზღუდავს ახალ წამოწყებებს, მაგრამ ხელს უწყობს ძველ საქმეებთან დაბრუნებას და მათ ახლებურად წარმართვას. ეს პერიოდი 24 ივლისამდე გასტანს.

დღის რეკომენდაციები – დღევანდელი დღე ხელს უწყობს ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს დაგვიანების ალბათობა იმატებს, ამიტომ სახლიდან ადრე გადით. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც საკმაოდ მაღალია. პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობა ზოგიერთ ადამიანში მეტად გამოიწვევს კონფლიქტებს.

კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. პარტნიორულ ურთიერთობებში თავს ნუ მოიტყუებთ. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებასა და ხელმძღვანელთან კონტაქტს. დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. მოერიდეთ ტატუს გაკეთებას, მანუალურ მასაჟსა და ალერგიული პროდუქტების გამოყენებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ონიქსის, ქრიზოპრაზის, აქატის, მალაქიტისა და ოპალის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან დადებითი და სასიკეთოა ყავისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, რაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია დღე ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები