LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2574
მიხეილ ცაგარელი

შავი მთვარის ანუ მაცდუნებელი ენერგიის მატარებელი ლილიტის ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან 9 თვით სასწორის ზოდიაქოში გადასვლით საგრძნობლად გართულდება პარტნიორული ურთიერთობები, სასამართლო პროცესების გამართვა, გარიგებები, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მოიმატებს დაპირისპირება ინდივიდებსა და ადამიანთა მასიურ ჯგუფებს შორის. პრობლემები შეექმნება ჯანმრთელობასაც, გამწვავდება ქრონიკული და ალერგიული დაავადებები, დასუსტდება თირკმელები და ენდოკრინული სისტემა.   

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს გაღიზიანება და პარტნიორთან უმიზეზოდ კამათი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, კონტრაქტების და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს ფიზიკურად დატვირთვა და ემოციურად გადაღლა. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ძოწი, ქარვა, ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები