LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

444

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური, ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე, რომანტიკული და ინტუიციური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მიაქციეთ ყურადღება მათ, ვინც განსაკუთრებით გაქებთ, რადგან სწორედ ისინი ეცდებიან თქვენს მოტყუებას.

მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან საიდუმლო არ დაიმალება და ისევ თქვენ იზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები