LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2347
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:52-დან 09:22 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ აგრესიას და პარტნიორთან ურთიერთობის გამწვავებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სპორტული ნაწარმის შეძენისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, უცხოელი პარტნიორების გაცნობისა და უცხოეთში კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი, ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები