LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

557
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა პრობლემური საკითხების მშვიდად გააზრებისა და გადაწყვეტილების მისაღებად.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ბინის მოწესრიგებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, წვეულებებისა და საიუბილეო საღამოების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დარღვეული მეტყველების, სასუნთქი სისტემის და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები