LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3352
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღეიდან 24 აპრილამდე, ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის, რადგან სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს კუროს, მეტად ერთგულ და სტაბილურ ზოდიაქოს ნიშანში. ეს გავლენა გააძლიერებს ერთგულ სიყვარულს, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, ფრთხილ და პრაგმატულ მოქმედებებს, ასევე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა აგრობიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობა, სილამაზის სალონების ბიზნესი, საიუველირო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმიანობა, ბანკები და ვაჭრობა.

დღის რეკომენდაციები – დღეს მეტად დაეყრდენით ინტუიციას, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ. აკონტროლეთ ხასიათში ზედმეტი სიამაყე და ამპარტავნობა. ხელსაყრელია დასუფთავება და ქიმწმენდა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. დღე კარგია საფინანსო და საბანკო ოპერაციებისთვის, ასევე გასაუბრებისთვის, თუმცა არ არის რეკომენდებული გამოცდების ჩაბარება.

პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი, წვრილმანებზე ჩაციკლული და ჯიუტი, რათა თავიდან აირიდოთ დაძაბულობა ურთიერთობებში.

ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ნაწლავთა სისტემა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ბეჟი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები