დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი უშიშარი და მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დღეს დაწყებული საქმე.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, კონტრაქტების და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, მოლაპარაკებების და შეხვედრების გამართვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელმძღვანელთა კრიტიკა და საკუთარი პრეტენზიების გამოთქმა.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, ხორცით, თევზით და რძის ნაწარმით. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.