LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1951
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:45-დან 00:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, არ ღირს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან უხეშად საუბარი, რათა არ დაძაბოთ მათთან ურთიერთობა.

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, ტკბილეულის, მჟავე და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები