LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

248
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დილის 07:05 საათზე დაიწყება და 17:48 საათამდე გასტანს. ამ დროის მონაკვეთში ადამიანებში ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების საკმარისი მიზეზი. ამიტომ, მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს ამ დროს ორმაგი სიფრთხილე სჭირდებათ.

ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილების, უგუნებობისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში აკონტროლეთ მდგომარეობა, აუცილებლობისას გამოიყენეთ შესაბამისი წამლების პროფილაქტიკა, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი.

დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ დღეს მაღალია მოტყუების, თვითმოტყუებისა და ილუზიების ალბათობა. ფრთხილად იყავით წყლის ტრანსპორტით მგზავრობისას. ასევე მაღალია ცილისწამების ალბათობაც, რაც უნდა გავითვალისწინოთ. კარგი იქნება სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამდეთ, რათა ყველაფერი პრაგმატულად დაინახოთ.

დღე (განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი) სასიკეთოა მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. ხელს უწყობს ექსპერტიზას, ეპილაციის ჩატარებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და ექიმებთან კონსულტაციის ჩატარებას. დღის მეორე ნახევარი და საღამო კი უფრო უკეთესი იქნება მეგობრული კონტაქტებისთვის, საღამოების მოსაწყობად და გართობისათვის. დღის განმავლობაში მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, გავლენიან პირებთან ურთიერთობას, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებსა და ქორწინებას. არ არის სასურველი ახალი კავშირების დამყარება და ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. ასევე, საღამოს არ არის სასურველი მცენარეების დარგვა და გადარგვა. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები ახდება შემდგომ პერიოდში.

ჯანმრთელობა – დღეს გულსა და მკერდის არეში წარმოაჩინეთ სიფრთხილე, თუმცა ეფექტურია კუჭ-ნაწლავის მკურნალობა, კანისა და ფრჩხილების მოვლა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილების ზონა და ნერვული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. მოერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს.

ფერები და მინერალები -მინერალებიდან გამოიყენეთ ტოპაზი, აქატი, ონიქსი, მალაქიტი, ოპალი, საფირონი და ზურმუხტი – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო შესაძლებლობებს. ფერებიდან, დღის განმავლობაში ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ და მწვანე ფერებს, ხოლო საღამოს მეტი პრიორიტეტი მიეცით მუქ ფერებს, ასევე წითელ ტონებს. ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე კარგი და სასიკეთოა კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები