LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2068
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338-2020-04-21-15-02-33-071234-2021-10-08-10-37-01-462839-2022-08-05_09-59-46_079879

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 20:14 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

საქმიანობის, შრომისუნარიანობის და მოქმედების მმართველი პლანეტის – მარსის 4 ნოემბრამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, ორგანიზებულობას, ნებისყოფასა და მოთმინებას, მეორეს მხრივ, ემოციურობას და მგრძნობიარობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული ბოსტნეულით. კარგი დღეა ღვიძლის, თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და ნაწლავთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები