LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2293
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე აქტიურ და მებრძოლ ვერძშია, მთვარე კი ორგანიზებულ და შეუპოვარ მორიელში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად მეტად გამოვლინდებიან დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში. გაითვალისწინეთ, რომ დღეს წარმატების მთავარი ფაქტორებია დისციპლინა და კანონმორჩილება.

დღის რეკომენდაცია – დღეს წესებს ნუ დაარღვევთ. ხელსაყრელი დღეა ცრუ მეგობრებისა და შურიანი ადამიანებისგან გასათავისუფლებლად. პოზიტიური პერიოდია თვითშემეცნებისათვის, გეგმების დასახვისა და დაკარგული ნივთების ძიებისთვის. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, ნადირობა-თევზაობა, ალპინიზმი, სარეცხისა და რემონტის სამუშაოები. შეგიძლიათ შეიძინოთ შინაური ცხოველები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და მგზავრობას (თუ მაინც გიწევთ მგზავრობა, იყავით უკიდურესად ყურადღებით). დღევანდელი სიზმრები კი მიგანიშნებენ სამომავლო შემოსავლებზე.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში ნუ იქნებით მოუთმენელი, სარკასტული ან ეჭვიანი. ინტუიცია მატულობს, რაც დაგეხმარებათ ადამიანების უკეთ გაგებაში, თუმცა ეცადეთ ნებისმიერი დაძაბულობა სიმშვიდით დააბალანსოთ.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ასევე ცხვირის ზონა. ეფექტურია ენდოკრინული სისტემისა და ცხვირის მკურნალობა. კარგი დღეა მასაჟის, კოსმეტიკური პროცედურებისა და ფრჩხილების შეჭრისათვის. თმის შეჭრა რეკომენდებულია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს შეჭრილი თმა სწრაფად გაიზრდება.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, მწვანე, ლურჯ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები