LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

329
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. მთავარი მიზეზი სავსემთვარეობაა, რაც მიუთითებს მზისა და მთვარის ენერგიის დაპირისპირებაზე მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე. ეს ასტროლოგიური მოვლენა ადამიანებში ზრდის აგრესიისა და დეპრესიული განწყობების გამოვლენას, კონფლიქტების, ტრავმების და ავარიული სიტუაციების ალბათობას. ასევე ახშირებს დაბნეულობას, აძლიერებს დაცინვისადმი მიდრეკილებას, ჭორებს, ინტრიგებსა და მოტყუების მცდელობებს, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება.

დღის რეკომენდაცია – ნუ აყვებით ცდუნებებსა და ხასიათში არსებულ სულსწრაფობას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია; მოერიდეთ ზედაპირულობასა და ზედმეტ საუბარს. დღეს არ არის სასურველი საიდუმლოების გამხელა და ახალი საქმის დაწყება.

პარტნიორული ურთიერთობები – გრძნობები ზედაპირულ ელფერს იღებს, იზრდება ფლირტისადმი მიდრეკილება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პარტნიორულ გაღიზიანებადობაში შეიძლება გადაიზარდოს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ ვარგა ფულის გასესხება ან სესხება. ასევე მოერიდეთ რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქორწინებას. დღე ხელსაყრელია ინტერვიუებისთვის, რეკლამისთვის, აუქციონებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – თოპაზი, გიშერი, აკვამარინი, ნეფრიტი და გიაცინტი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, თეთრი და ყვითელი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ლომის, სასწორისა და მერწყულის წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თევზებისა და თხის რქის ნიშნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ასევე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები