LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2860
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება თხის რქის მეტად ორგანიზებულ, დისციპლინურ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ნიშანში, ხოლო მთვარე – ლომის სიყვარულით აღსავსე, ფრიად აქტიურ ზოდიაქოს ნიშანში. ამ ასტროლოგიური გავლენების შედეგად აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდება.

დღის რეკომენდაცია – აკონტროლეთ საკუთარი აზრები და ემოციები. ეცადეთ, დღეს არ გააფორმოთ ფინანსური საბუთები. მოერიდეთ ხელმძღვანელების კრიტიკას და ზედმეტი პრეტენზიების გამოხატვას.

პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და არ შეაწუხოთ პარტნიორები გადაჭარბებული ყურადღებით.

ჯანმრთელობა – შედეგიანია თვალების, ვენების, ფეხის კუნთების და ნერვული დაავადებების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემასა და ხერხემალს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სოლარიუმს, საუნას, სიმძიმეების აწევას და გადაღლას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს. არ არის ხელსაყრელი დღეს ხელშეკრულებების დადება, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლა, მცენარეების დარგვა და გადარგვა. დღევანდელი დღე არ უწყობს ხელს ნიშნობისა და ქორწინების დაგეგმვას. ამასთან, დღე სასიკეთოა კულტურული და გასართობი ღონისძიებებისთვის, იურიდიული საქმეებისთვის, ახალი თანამდებობის დასაკავებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად. ხელს უწყობს მეგობრულ კონტაქტებს, მშენებლობას, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის შეძენას.

დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი. ფერებიდან ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დღის განმავლობაში. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები