LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

184
მიხეილ ცაგარელი

ღამის საათებში ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 03:52 საათზე დაიწყება და მომდევნო ღამის პირველ საათამდე გასტანს. მთვარის ნეგატიური ენერგიის გამო, ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების საკმარისი მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს ამ პერიოდში ორმაგი სიფრთხილე სჭირდებათ.

ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანის გარკვეულ სისტემებს, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, უგუნებობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთი დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და აკონტროლეთ წნევა. აუცილებლობისას გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ორგანიზმის მოსაწესრიგებლად.

დღის რეკომენდაციები – მოერიდეთ დღეს ზედმეტად აქტიურობასა და ჰიპერაქტიურობას, ნუ დაარღვევთ წესებსა და კანონებს. გაუფრთხილდით საიდუმლოებებს და ნუ გაანდობთ მათ მეგობრებსაც კი, რათა შემდგომში ისინი თქვენს საწინააღმდეგოდ არ იქნას გამოყენებული. მოერიდეთ მცენარეების დარგვასა და გადარგვას. დღის პირველი ნახევარი ბევრად უკეთესია, ვიდრე მეორე ნახევარი – ამ დროს ურთიერთგაგება უფრო მაღალია. პერიოდი კარგია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის და ახალი საქმის დასაწყებად. კარგია სახლის სველი წესით დალაგება, კონდიციონერის შეძენა და დაყენება, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შეძენა, ასევე პროგრამული სისტემების ათვისება. დღე სასიკეთოა ცურვისთვის, სამღებრო და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, სწავლისთვის, ნოვატორული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხელს უწყობს ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და სახლის მშენებლობას. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

ჯანმრთელობა – დღეს და ხვალ ნერვული სისტემა შედარებით უსუსტდებათ თხის რქის, კუროსა და ლომის ნიშნით დაავადებულებს. მათთვის სასურველია, შეძლებისდაგვარად კარგად გამოიძინონ, ცოტა მეტად დაასვენონ საკუთარი თავი და გააკონტროლონ ხასიათის გამოვლინებები. მთლიანობაში, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, თვალების ზონა (მხედველობა დღეს ძალიან გადაგეღლებათ), ასევე ფეხის ვენების ზონა, თუ დიდხანს ფეხზე დგებით (უმჯობესია იაროთ, ვიდრე დიდხანს იდგეთ, რათა ვენები ცუდ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ). ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აკვამარინი, საფირონი, ლაბრადორი და ზურმუხტი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო კოსმიურ და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში (თუნდაც ცალკეული ელემენტების სახით) უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ვერცხლისფერ, ცისფერ და ლიმონისფერ ტონებს. ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე კარგი და წარმატებულია ვერძის, ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზების ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები