LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

187
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. უარყოფითი მთვარის ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – მოკიდეთ ხელი დღეს ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტას. ფინანსურ გარიგებებში ნუ შეხვალთ, რადგან შედეგი შესაძლოა არ იყოს სასურველი. ასევე არ არის მიზანშეწონილი მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა.

პარტნიორული ურთიერთობა – შესაძლებელია ახირების, კამათისადმი მიდრეკილებისა და გაბუტვის ტენდენციის გამწვავება. მიაქციეთ ამას ყურადღება, რათა აღნიშნულმა ფაქტორებმა ურთიერთობებში დისკომფორტი არ გამოიწვიოს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმლები და კანი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ზედმეტი სითხისა და მარილიანი საკვების მიღებას, ასევე ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. ხელს უწყობს სიყვარულს, ქორწინებას, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. კარგი პერიოდია ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ექიმებთან კონსულტაციისა და მკურნალობის დასაწყებად. რაც შეეხება ნეგატიურ ტენდენციებს, დღეს არ არის სასურველი მოძრავი ქონებით ვაჭრობა.

დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები