LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1559
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:25-დან 19:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის, გამოფენების და პრეზენტაციების, ლაშქრობების, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების, ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. მოერიდეთ ჩიფსების, ხორციანი კერძების და ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ჟადეიტი, ცირკონი, ამეთვისტო და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები