LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1714
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებს.

კარგი დღეა ახლობლებისთვის საჩუქრების გაკეთებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის კრიტიკას, უმჯობესია ყველა პრობლემა იუმორით გადაწყვიტოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ასკილის წვენით. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები