LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

205
მიხეილ ცაგარელი

მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, ანუ ღამის პირველი საათიდან 24:00 საათამდე, ჩვენ გვაქვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალია ყურადღების მოდუნების ალბათობა. მათთვის, ვისაც სძინავს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ამ დროს საჭესთან ხართ ან დაძაბულ, ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებით ქუჩაში, მცირე უყურადღებობამაც კი შეიძლება პრობლემები შეგქმნათ. ამიტომ, ნუ მოადუნებთ ყურადღებას მთელი დღისა და ღამის განმავლობაში.

დღის რეკომენდაციები – დღეს აუცილებლად დაიცავით საზოგადოებაში მიღებული წესები. ეს არის ფარული გამოცდების დღე, მაღალია ფარული მეტოქეობის, ინტრიგების, ჭორებისა და გაუგებრობების წარმოქმნის ალბათობა. პარტნიორებში მოიმატებს თავისუფლებისკენ სწრაფვა. დღევანდელი დღე პოზიტიურია უფროსი თაობის მანდილოსნებთან, მათ შორის დედასთან კონტაქტისა და მათი რჩევების გათვალისწინებისთვის. კარგია სამღებრო და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისათვის, ტექნიკასთან ურთიერთობისა და საღამოების მოწყობისათვის. ხელსაყრელი დროა ადგილსამყოფლისა და ბინის შეცვლისთვის, სესხის აღებისა და სახლის მშენებლობისთვის. ასევე, კარგია ტექნიკის, კონდიციონერების, ელექტრო და გაზ-აპარატურის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის.

მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფორიაქს, ზედმეტ ლაპარაკსა და კონფლიქტებს. მოერიდეთ მცენარეების დარგვასა და გადარგვას, თუმცა ეს აკრძალვა არ ეხება ხეებს – ხეების დარგვა შეგიძლიათ. მოგზაურობასა და მგზავრობას რაც შეეხება, ჯობია მოერიდოთ, რადგან მაღალია გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები ახდება უახლოეს პერიოდში.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა (თვალები), ვენები და ნერვული სისტემა. ფეხზე დიდხანს დგომას ჯობია იაროთ, რათა ვენები არ გადატვირთოთ, და მოერიდეთ თვალების გადაღლას. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აკვამარინი, ციტრინი, ცირკონი და ამაზონიტი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონისფერს, ცისფერს, ვერცხლისფერს, წითელსა და ვარდისფერს. ეს ფერები, ერთობლივად კომბინაციაში, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე კარგი და პოზიტიურია ლომის, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები