LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3728
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას მოითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც ღამის 03:23 საათზე დაიწყება და 24:00 საათამდე გაგრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთში მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციის უნარს, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები -მოერიდეთ ახალ ან თქვენთვის უცნობ საქმიანობას, რადგან ამ მიმართულებით დღე არ არის ხელსაყრელი. დღეიდან რვა დღის განმავლობაში მარტივდება უსარგებლო და არაფრისმომცემი ნივთებისგან გათავისუფლება. დღე სასიკეთო და პოზიტიურია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მოიმატებს ემოციურობა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და თავშეკავებას მოითხოვს ურთიერთობებში.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ხელსაყრელია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, მარილიან კერძებსა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და ფირუზი. ფერებიდან სასურველია ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი და ყვითელი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები