გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანებს შორის ურთიერთობას. გამარტივდება ინფორმაციის მოძიება, დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკება და საკამათო საკითხების გადაწყვეტა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.