LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3322
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ წნევის კონტროლს.

ცის კაბადონზე საინტერესო ასტროლოგიური მოვლენაა – დღეიდან 30 ნოემბრამდე სიყვარულის, ხელოვნებისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად ურთიერთობებში მეტად გამოვლინდება ვნება, აქტიურობა, მებრძოლი სულისკვეთება და ინტუიცია, თუმცა ამავე დროს გაძლიერდება ეჭვიანობა, ზედმეტი პირდაპირობა და წყენა – ამ მხრივ სიფრთხილე აუცილებელია.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში თავი შეიკავეთ კამათისგან და ემოციებისგან წარმოშობილი კონფლიქტებისგან.

დღის რეკომენდაცია – მეტი ყურადღება მიაქციეთ მოვლენების განვითარებას, რადგან მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები. ნუ აყვებით ცდუნებებს და ახლობელებთან ურთიერთობისას აკონტროლეთ თქვენი ემოციები. ახალი იდეები ხელს შეუწყობს პრობლემების უფრო მარტივად გადაჭრას. მოიშორეთ ძველი, უსარგებლო ნივთები. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებასა და ახალი საქმის დაწყებას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. ოპერაციები და სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის მინერალები და ფერები – მინერალები: თოპაზი, აქვამარინი, ციტრინი, ნეფრიტი – მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელისათვის, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის საკითხებს.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები