LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2858
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება 16:00 საათზე და გაგრძელდება 23:15 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იგი დარჩება 16 აპრილამდე. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანთა აზროვნებაში ძლიერდება ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია, რომანტიზმი და ქვეცნობიერი პროცესებისადმი მიდრეკილება. ამასთანავე, შესაძლოა განვითარდეს ისეთი ნეგატიური თვისებებიც, როგორიცაა ილუზიებისადმი მიდრეკილება, გადამეტებული თანაგრძნობა, წარსულზე ფიქრი და ზედმეტი გულწრფელობა, რაც შესაძლოა სხვებმა ბოროტად გამოიყენონ. აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციებს ყურადღება მიაქციეთ და პოზიტიური თვისებები მაქსიმალურად გამოავლინეთ.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში მეტი ყურადღება დაუთმეთ წვრილმან დეტალებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ზედაპირულად არ მიიღოთ.

პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია შერიგება, ურთიერთობების აღდგენა და ახალი რომანტიული შეხვედრაც კი.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, ტერფებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და ტერფების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, მარილიან საკვებსა და ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

დღის პოზიტიური ტენდენციები – კარგია დღე მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვისა და ახალ სამსახურში გადასვლისთვის. ხელს უწყობს სასიყვარულო ურთიერთობებს, მეგობრულ კონტაქტებს, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს.

დღის მინერალები და ფერები – ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი და თოფაზი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ლურჯი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე და ცისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომისა და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები