LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3177
მიხეილ ცაგარელი

დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 13:53-დან 16:00 საათამდე, რადგან ეს არის მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება მაქსიმალურად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ მძღოლებს და ქვეითებს ორმაგი ყურადღება მართებთ.

დღის რეკომენდაცია – პატივი ეცით წინაპართა ტრადიციებს და დაუგდეთ ყური უფროსი თაობის რჩევებს. დღე პოზიტიურია სწავლისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, ტურიზმის, ექსკურსიებისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. შესაძლებელია ახალი სამსახურის ან თანამდებობის დაკავება, ხელშეკრულებების დადება და პრეზენტაციების მოწყობა. დღევანდელი დღე ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებს, სამგზავრო ბილეთების შეძენას, სპორტულ აქტივობებსა და ლაშქრობებს. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები არ ახდება.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები, წყლის პროცედურები, მასაჟი, ასევე ფილტვების, ბრონქების, ხელებისა და კუჭის მკურნალობა. მოერიდეთ ალკოჰოლს და საღამოს – ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. არ ვარგა სისხლის გადასხმა და ყურების გახვრეტა.

დღის მინერალები და ფერები – თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ფირუზი, საფირონი, ონიქსი და ლაზურიტი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ბეჟ ტონებს – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბული პერიოდია კუროსა და კირჩხიბისათვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები