დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს ნურაფერს დაგეგმავთ; აკონტროლეთ თქვენი აზრები და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ სხვებს. მოერიდეთ ადამიანთა დიდ მასებთან აქტიურ კონტაქტს, რადგან მაღალია აურის ენერგოდაბინძურების რისკი. დღის განმავლობაში იზრდება მოტყუებისა და ცილისწამების ალბათობა, ამიტომ თავი აარიდეთ ინტრიგებსა და კონფლიქტებში ჩართვას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მკვეთრად გამოვლინდება მელანქოლიური განწყობა და ხასიათის ცვალებადობა.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება გული, სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებზე ნებისმიერი ოპერაცია ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. კვებაში უმჯობესია დღეს არ გამოიყენოთ ხორცი და თევზეული, რადგან ეს არაეფექტურად აისახება ორგანიზმზე. გაუფრთხილდით გულს; მოერიდეთ გადაღლას, ნერვიულობას, საუნას, სოლარიუმს და სიმძიმეების აწევას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღევანდელი დღე არასასურველია ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის, ასევე საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შესაცვლელად. მოერიდეთ ნიშნობასა და ქორწინებას. ხელსაყრელია კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა, იურიდიული საკითხების მოგვარება, მეგობრული კონტაქტები და ახალი სამსახურის დაწყება.
დღის მინერალები და ფერები – ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. სასურველი ფერებია წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი და ბეჟი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.