დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი უშიშარი და მებრძოლი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.
საიდუმლოებების გამოაშკარავების დღეა! არაა გამორიცხული სწორედ დღეს გაიგოთ ის, რასაც დიდხანს გიმალავდნენ.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას, სიჯიუტისა და სარკაზმის გამოვლენას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით და თევზით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მირთმევისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.