LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1734
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლებისთვის.

არ ღირს ფორიაქი და ნერვიულობა.

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლოს გათქმისგან, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

იმოქმედეთ მხოლოდ მოვლენების ობიექტური შეფასებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, სამეცნიერო და კვლევითი, რეფორმატორული და ნოვატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები