LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2082
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:45-დან 13:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის რეტროგრადულობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ბევრს აიძულებს ძველ ცხოვრების წესთან, ნაცნობებთან და გამოცდილებასთან, მეთოდებსა და იდეებთან, მეგობრებსა და პარტნიორებთან დაბრუნებას. ეცადეთ გამოიყენოთ ეს შანსი და გამოასწოროთ ძველი შეცდომები.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა კუჭისა და ფილტვების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალერგიული, რძის და ზღვის პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას და ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და ნაცრისფერი, ასევე ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები