LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2242
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთავრის ენერგიების დაპირისპირება მორიელისა და კუროს ზოდიაქალურ ღერძზე პიკს 16:49 საათზე მიაღწევს. დაძაბული იქნება მთელი დღე, მოიმატებს აგრესიის და დეპრესიის, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ხორციანი კერძების მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, თეთრი, ცისფერი, ყვითელი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, გიშერი, ობსიდიანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძისა და ტყუპებისთვის.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები