LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასახლისმა ტოტალიზატორში სარეკორდო თანხა კარნახით მოიგო

69

ბრიტანელმა დიასახლისმა ტოტალიზატორში 1 ფუნტიდან 574 ათასი ფუნტი მოიგო. ქალბატონმა ფსონები პრემიერლიგის 12 და ჩემპიონშიპის რამდენიმე მატჩზე გააკეთა. მან რჩეულ გუნდებზე სულ 1 ფუნტი დადო, ბილეთი კი შვილის დახმარებით შეავსო, რომელიც გუნდების სახელებს კარნახობდა.

ტოტალიზატორის წარმომადგენლის განცხადებით, 570 ათასი ფუნტი ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე ამ ტოტალიზატორში მოუგიათ. აქამდე სარეკორდოდ 25 000 ფუნტიანი მოგება მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მატჩში ქალბატონისათვის სასურველი შედეგი 92-ე წუთზე დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები