LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში სასტუმრო „ვიაგრა“ გაიხსნა

24

დიდ ბრიტანეთში სასტუმრო „ვიაგრა“ გაიხსნა. „BBC“-ის ინფორმაციით, დაწესებულება ქალაქ ბლექვუდში მდებარეობს და მისი სლოგანი ასე ჟღერს: „ჩვენთან მთელი ღამე დაკავებულები იქნებით.“ სტუმრების მისაღებად ახლად შეკეთებული 29 ნომერია მზად.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ადრე „Vidella“ერქვა, მისმა მფლობელებმა სრული რებრენდინგი გააკეთეს და დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი სახელი კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ძალიან არ მოეწონა ქალაქის მოსახლეობას. მათი აზრით, „ვიაგრა“ ისტორიული ქალაქის იმიჯს შეურაცხყოფს, რაც დაუშვებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები