დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 285 წლის ლიმონი გაყიდეს. The Sun-ის ინფორმაციით, ვაჭრობა Brettells-ის აუქციონის სახლმა ჩაატარა და ლოტი 1416 ფუნტ სტერლინგად გასხვისდა.
ხილი მე-19 საუკუნის ჩინურ სკივრში მაშინ იპოვეს, როცა სკივრს აუქციონზე გატანის წინ ფოტოებს უღებდნენ. ლიმონის დიამეტრი 5 სანტიმეტრია და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ის ინგლისში კოლონიური ინდოეთიდან რომანტიკული საჩუქრის სახით მოხვდა.
ლიმონის მპოვნელებს მისი გაყიდვა თავიდან სერიოზულად არ უფიქრიათ და ის ხუმრობის სახით 40-60 ფუნტად შეაფასეს, თუმცა ლიმონის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ თავად სკივრი, რომელშიც უნიკალურ ლოტს გადააწყდნენ, მხოლოდ 32 ფუნტად გაიყიდა.