LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ნაპოლეონის პისტოლეტები 1,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

119
5856

ნაპოლეონ ბონაპარტის ორი პისტოლეტი საფრანგეთში გამართულ აუქციონზე 1,69 მილიონ ევროდ გაიყიდა.

არსებული მოსაზრების მიხედვით, იმპერატორი მათ გამოყენებას თვითმკვლელობისთვის აპირებდა.

მყიდველის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა ორგანიზატორებმა ვაჭრობა წარმატებულად შეაფასეს, წერს The Guardian.

ლოტის პირვანდელ ღირებულებად 1,2 მილიონი ევროდან – 1,5 მილიონ ევრომდე მოიაზრებდნენ.

საინტერესოა, რომ ახალი მეპატრონე პისტოლეტების ქვეყნიდან გატანას ვერ შეძლებს, რადგან ისინი ნაციონალურ მემკვიდრეობად ითვლება.

ორივე არტეფაქტი XIX საუკუნის დასაწყისშია შექმნილი, ოქროსა და ვერცხლის დეტალებითაა გაფორმებული და თან საფრანგეთის იმპერატორის პროფილიც ამშვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები