რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა. გადაცემაში ანსამბლის ორი ახალი ნამუშევრის – „ვერის უბნის მელოდიები“ და „ჩემო სამშობლო მხარეო“ პრემიერა შედგა.
ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე და ახალ ნამუშევარზე „ვერის უბნის მელოდიები“.
ნინო: დიდხანს გვინდოდა ამ ნამუშევრის გაკეთება და როგორც იქნა, მივედით ცირა ბზიშვილის სტუდიაში, ჩავწერეთ და ავიხდინეთ ეს ოცნება. დიდი გოგი ცაბაძის რამდენიმე უნიკალური მელოდია ჩავწერეთ. მსმენელმა განსაზღვროს, როგორი გამოვიდა. ჩვენ ძალიან მოგვწონს, რადგან ჩვენი ბავშვობის მოგონებასთან არის ასოცირებული.
ზურა: ეს ისეთი უკვდავი მელოდიებია, რომელიც ყველა თაობას უყვარს.
ზოგადად, როგორ არჩევთ ხოლმე რეპერტუარს?
ზურა: მე ვიტყვი ხოლმე იდეას, რომელსაც აუცილებლად გააპროტესტებენ, „ჩამქოლავენ“, დამაყრიან ქოქოლას … მერე, დაფიქრდებიან და თვითონ მირეკავენ, ის სიმღერა ხომ არ გავაკეთოთ, შენ რომ თქვი მაშინო.
როგორია სამომავლო გეგმები?
ირინა: 28 მარტს იმართება ვაჟა აზარაშვილის საღამო, რომელსაც მაესტრო დავით მაზანაშვილი უძღვება. ვაკეთებთ ახალ სიმღერებსაც.
ნინო: 2 აპრილს ვანში მივდივართ, 20-ში ქუთაისში, 25 აპრილს კი ასპინძას გავახარებთ. პარალელურად, ვმუშაობთ ახალ ნამუშევრებზე. რომ გითხრათ, ახალ დაწერილ სიმღერებს ვწერთ-მეთქი, მოგატყუებთ, ჩვენ ძირითადად ძველ სიმღერებს ვაახლებთ, რადგან ის მელოდიები და მუსიკალური მხარე მეტად ახლოს არის ჩვენთან. გვინდა, ეს სიმღერები ახალ თაობას შემოვუნახოთ.
დღეს გვაქვს კიდევ ერთი სიმღერის „ჩემო სამშობლო მხარეო“ პრემიერა, მოგვიყევით ამ ნამუშევარზე.
ზურა: ჩვენს რეპერტუარს რომ გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ პატრიოტული სულისკვეთების ბევრი სიმღერა არ გვაქვს. ამ სიმღერის იდეა ცირა ბზიშვილმა მოგვაწოდა. ცირას სტუდიაშივე დამზადდა ეს სიმღერა.
ფორტე – ჩემო სამშობლო მხარეო
ფორტე – ვერის უბნის მელოდიები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფორტე – ოღონდ გიყვარდე
ფორტე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”
ფოტოები