მირიან მეფის ქუჩაზე, გზის რეკონსტრუქციასთან ერთად, ველობილიკის მოწყობაც მიმდინარეობს.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ველოსიპედებისთვის, გზის სავალ ნაწილთან ცალკე გზა მოეწყობა. ველობილიკი მთელ გზას – 3 კილომეტრიან მონაკვეთს გაუყვება.
“სპეციალურად მოხდება გზის ნაწილის გამოყოფა და დაისახება შესაბამისად”, – განუცხადეს “ფორტუნას” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია თებერვალში დაიწყო.
47.800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს.
თბილისში, პირველი 8 კილომეტრიანი ველობილიკი აპრილში გამოჩნდება. ის დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, (მტვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე მოეწყობა.
ამ ტერიტორიაზე, ველობილიკებისთვის დამონტაჟდება ორი სპეციალური ველოშუქნიშანი, მაღალ ბორდიულებზე კი გაკეთდება ასასვლელები