LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ნაგიევი დედის გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს

340

პოპულარული რუსი შოუმენი, ტელესახე და წამყვანი დედის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრებს უფრო დაუახლოვდა. როგორც ცნობილი გახდა, ის დედის გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

”რამდენი დროც არ უნდა გაატარო ოჯახის წევრებთან ერთად, მათი გარდაცვალების შემდეგ, გიჩნდება გრძნობა, რომ შენ მათ წინაშე დამნაშავე ხარ. ესაა ცხოვრება. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მე აღარასდროს გავუთიშავდი ტელეფონს დედას.

დედაჩემის გარდაცვალებიდან, გარკვეული პერიოდი მე და ჩემი ძმა, ყოველდღე ვურეკავდით მამას მოსაკითხად. თუმცა, დღესდღეობით იშვიათად ვეხმიანებით. ძალიან ვნანობ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დრო საერთოდ არ მრჩება… სწორედ ასე დამემართა დედაჩემთან მიმართებაშიც” – განაცხადა დიმიტრი ნაგიევმა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ნაგიევის დედა, მსახიობი ლუდმილა ნაგიევა გასულ წელს გარდაიცვალა. დიმიტრი სწორედ დედას უმადლის იმ წარმატებას, რომელსაც ცხოვრებაში მიაღწია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები