LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამო ახალი ბაზის აშენებაზე ფიქრობს

38

თბილისის „დინამოსთვის” შესაძლოა ახალი საწვრთნელი ბაზა აშენდეს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ფიფიამ აღნიშნა, ჯერჯერობით ახალი ბაზისთვის ტერიტორია შერჩეული არ არის და „დინამო“ ვარჯიშს დიღმის ბაზაზე აგრძელებს.

“სამწუხაროდ, უმადურობასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც სული და გული ჩადო ამ ბაზის მშენებლობაში, ძალიან მტკივნეულია ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება. აქ კორპუსები შენდება, რომელიც სრულად გაანადგურებს აქაურობას. ეს სამწუხარო რეალობაა! მათ უფლება აქვთ მშენებლობის და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი შეჩერება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში ბაზა გადავიტანო ქალაქგარეთ. აქ შეიძლება ხალხმა ბოთლების ან სიგარეტების სროლა დაიწყოს და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბავშვებს ასეთ პირობებში ავარჯიშებს. ახალი ბაზა, შესაძლოა, თბილისის ზღვაზე იყოს, ან მცხეთაში. ჯერ ვაგრძელებთ აქ მუშაობას, თუმცა მალე დავიწყებთ ახალი ადგილის ძებნას”, – განაცხადა ფიფიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები