გუშინ დორტმუნდში სტარტი აიღო რურის თასის გათამაშებამ, სადაც თბილისის” დინამოს” 19-წლამდელი შემადგენლობა ასპარეზობს. თამაზ სამხარაძის გუნდი დორტმუნდის ”ბორუსიასა” და ”ბარსელონას” დაუპირისპირდა.
პირველ შეხვედრაში დინამოელები მასპინძლებთან 1:2 დამარცხდნენ. მე-5 წუთზე დორტუნდელებმა ანგარიში გახსნეს, ტაიმის დარჩენილ დროში კი მეორე გოლიც გაიტანეს. “დინამომ” პრესტიჟის გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. 52-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ”დინამომ” არც მეტი არც ნაკლები კატალონიის ”ბარსელონას” თანატოლები 1:0 დაამარცხა და ქართველო ქომაგები გაახარა. პირველი მატჩისგან განსხვავებით ”ბარსელონასთან” დაპირისპირება მეტად დაძაბული გამოდგა. მატჩი უფრო ხისტად და ნაკლები საგოლე მომენტებით წარიმართა. გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის მიწურულს გიორგი ზარიამ გაიტანა.
დღეს დინამოელები რურის თასზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. თბილისის დროით 19:00 საათზე თამაზ სამხარაძის გუნდი პორტუ ალეგრის ”ინტერნასიონალს” დაუპირისპირდება, ხოლო 21 საათსა და 30 წუთზე ”ბოხუმს” შეხვდება.