LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზელი ყოველ წელს 7 000 ევროპელს კლავს

30

ევროპელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და დიზელის მავნებლობის გამო ადამიანების უდროოდ გარდაცვალების საკითხი შეისწავლეს. ნაშრომი ჟურნალ Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა.

როგორც სპეციალისტები წერენ, რომ არ ყოფილიყო მავნე გამონაბლოქვზე გაყალბებული მონაცემები და ისინი ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით ჩანაცვლებულიყვნენ, ასე 7000 ევროპელის სიცოცხლე გადარჩებოდა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების გამო 425 000 ადამიანი კვდება, მათგან 10 000-ს კი დიზელის ძრავიანი ავტომობილები იწირავენ. ასეთი ძრავები მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე წვავენ საწვავს, რის გამოც ჰაერში არსებული აზოტი უფრო ადვილად იჟანგება ჟანგბადით.

სპეციალისტები გვახსენებენ, რომ კონცერნმა Volkswagen-მა მავნე გამონაბოლქვის რეალური მაჩვენებლების შემცირება შეძლო, სინამდვილეში კი აზოტის ოქსიდების გამონაბოლქვი შვიდჯერ მეტი იყო. რომ არა მონაცემებით მანიპულაცია, ევროპაში დიზელის აგრეგატების გამო მხოლოდ 5 500 გარდაცვალება დაფიქსირდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები