ის, რაზეც კარგა ხანია დარწმუნებით საუბრობდნენ, ნაღდი ამბავი გახდა: პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ახალი სეზონიდან “მანჩესტერ იუნაიტედს” გაწვრთნის.
ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
მოურინიომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი ჩაანაცვლა, კლუბთან კი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
განსაკუთრებული კაცი ბოლო სამი წლის განმავლობაში ”იუნაიტედის” მესამე მწვრთნელი გახდა დევიდ მოიესის და ხსენებული ვან გაალის შემდეგ.
ბუნებრივია იცით, რომ პორტუგალიელს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2004-დან 2007-მდე და 2013-დან 2015-მდე ის ლონდონის” ჩელსის” ედგა სათავეში და პრემიერლიგაც აქვს მოგებული.