ჟურნალმა „Geo”-მ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. გამოქვეყნებული სია ალბათ ბევრი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ტურისტების ყურადღება მიიქციონ. თუმცა, ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურისა თუ ცუდი რეპუტაციის გამო მიზნის მიღწევას ვერ ახერხებენ.
რეიტინგის პირველ ადგილს კი მოლდოვა იკავებს. ექსპერტებმა ქვეყანაში მხოლოდ 11 ათასი ტურისტი დათვალეს. როგორც ჩანს, რთული პოლიტიკური ვითარება მოლდოვას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. საინტერესოა, რომ რეიტინგში ასევე გვინეა, ანტარქტიდა და სოლომონის კუნძულებიც მოხვდნენ. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ლიდერთა შორის ლიდერი მაინც კოსმოსია, იქ ამ დრომდე მხოლოდ 7 ტურისტია ნამყოფი.