LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-იმ დემონური Challenger-ის ხმა მოგვასმენინა (ვიდეო)

52

კომპანია Dodge-მა სადრეგო კუპეს Challenger Demon-ის მორიგი ტიზერი გამოაქვეყნა. რგოლში ავტომობილის ძრავის ხმის მოსმენა და იმის დანახვაა შესაძლებელი, თუ როგორ იღებს სტარტს.

”დემონს” ადგილიდან სწრაფი სტარტისთვის სპეციალური რეჟიმი აქვს, რომელიც ავტომობილს სარბოლოდ გადააწყობს. ვარაუდობენ, რომ, კუპე რვა ცილინდრიან 757 ცხენის ძალიან ძრავს მიიღებს, რომელის ას კილომეტრს სამ წამში აკრებს.

ამ მომენტისთვის კომპანია Dodge-მა Challenger Demon-ის რამდენიმე ტიზერი გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ კუპე მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სერიული ავტომობილია სადრეგო საბურავებით, სალონში მხოლოდ ერთი სავარძლით და ინსტრუმენტების საფირმო ნაკრებით.

ახალ ტიზერში სანომრე ნიშნის დაფაზე მახასიათებლების შესახებ კიდევ ერთი მინიშნება ჩნდება – ”3.9+221=405”, თუმცა ეს რას ნიშნავს, უცნობია.

მოდელი აპრილში, ნიუ იორკის ავტოსალონზე გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები