LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაი ტექნოლოგიებს უსწრებს – მალე 3D პრინტერზე დაბეჭდილ მეჩეთს ააშენებენ

139
643654

დუბაიში მსოფლიოში პირველ, 3D პრინტერზე დაბეჭდილ მეჩეთს ააშენებენ. CNN-ის ინფორმაციით, ნაგებობა 2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგდება, მთლიანობაში 2 სართული იქნება და 600 ადამიანს დაიტევს.

მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება და 2025 წლამდე გასტანს, პრეზენტაციაც ამავე წელს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში 3D პრინტერს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად იყენებენ და აშენებენ ყველაფერს, დაწყებული სახლებით, ოფისებით თუ ხიდებით. მეჩეთი ამ ტექნოლოგიით აქამდე არავის შეუქმნია და დუბაი ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში, ამ საკითხშიც პირველი იქნება.

„მეჩეთის 3D პრინტერზე დაბეჭდვა გადავწყვიტეთ, რადგან ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდი ტრადიციულ მშენებლობაზე ბევრად უკეთესია“ – აზუსტებენ პროექტის ავტორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები