დუბაის პოლიციამ თავის პარკს ელექტრონული ლიფტბეკი Lotus Emeya S დაუმატა. მანქანა, ისევე როგორც სხვა ავტო ეგზოტიკა, მთავარი ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს დაიწყებს პატრულირებას. ლიფტბეკს ორძრავიანი აგრეგატი აქვს, რომელიც 612 ცხენის ძალას ავითარებს, ხოლო 100 კმ-მდე გახურებას 4,15 წამი სჭირდება. მოდელის სიჩქარის საპასპორტო მაქსიმუმი საათში 249 კილომეტრია. ელემენტის სიმძლავრე 102 კილოვატ საათია და ერთი დამუხტვით 498-609 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ემირატების ტურისტული პოლიციის დეპარტამენტი დამნაშავეების დევნას ახალი ელექტროქარით დიდი ალბათობით არ დაიწყებს. დუბაის პოლიციის ოპერატიული სტრატეგიის მიხედვით, emeya-ს მსგავს მანქანებს უბრალოდ ყურადღების მიპყრობა ევალებათ, ამიტომ მათ ტურისტების თავშეყრის ადგილებში იყენებენ ხოლმე.

